ტიაგო 2015 წლამდე ახანგრძლივებს
რამდენიმე წუთის წინ, კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც წერია, რომ ახალგაზრდა ესპანელი გამთამაშებელი, ტიაგო ალკანტარა "ბარსელონასთან" კონტრაქტს ახანგრძლივებს...
"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, ტიაგო ალკანტარა ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტს 2015 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივებს. იგი "ბარსაში" მინიმუმ 2 სეზონით დარჩება. ალკანტარას გამოსასყიდი თანხა კი 90 მილიონი ევრო იქნება.
ტიაგო "ბარსელონასთან" ხელშეკრულებას ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 17 საათზე გაახანგრძლივებს. მოგვიანებით, მას ფოტო–სესია ექნება, რის შემდეგაც იგი ჟურნალისტებთან მცირე კომენტარს გააკეთებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]