ხოსე ანტონიო ზალდუა: "მინახავს პელე, დი სტეფანო, მარადონა და კრუიფი, მაგრამ მესი მათ ყველას სჯობს"

ხოსე ანტონიო ზალდუა: "მინახავს პელე, დი სტეფანო, მარადონა და კრუიფი, მაგრამ მესი მათ ყველას სჯობს"

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ხოსე ანტონიო სალდუამ ისაუბრა ჩემპიონთა ლიგაში "ბაიერის" წინააღმდეგ მესის თამაშზე.

 

"სასწაული იყო, როცა მესიმ ხუთი გოლი გაიტანა. როცა მე გავიტანე ხუთი გოლი ერთ მატჩში, თავად არ შემეძლო ამის დაჯერება."

 

"მესი საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს. მე მინახავს პელეც, დი სტეფანოც, მარადონაც და კრუიფიც, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება მესის. მას ძალიან მარტივად გააქვს გოლები ! არასდროს მინახავს ლეოს მსგავსი მოთამაშე."

 

"თუ მესი მოინდომებს, მას შეუძლია, გაიტანოს ერთ მატჩში ექვსი გოლიც. მისი შესაძლებლობები შეუზღუდავია, იგი ფენომენალურია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იგი სხვა პლანეტიდანაა. მის წინაშე სხვა ვერცერთი ფეხბურთელი ვერ დაამყარებს რეკორდს." - ციტირებს სალდუას სიტყვებს Sport.es.

 

სალდუა არის ის ბოლო ფეხბურთელი, ვინც ევროტურნირების გათამაშებაში 1 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა. ეს მოხდა ბაზრობათა თასზე, "უტრეხტომის" წინააღმდეგ, 1965-1966 წლებში.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.