ინიესტა: "არ ვიცნობ მოურინიოს საკმარისად, რომ ის განვსაჯო"

ინიესტა: "არ ვიცნობ მოურინიოს საკმარისად, რომ ის განვსაჯო"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ არ იცნობს მადრიდის "რეალის" თავკაცს, ჟოზე მოურინიოს იმ დონეზე, რომ აზრი გამოთქვას მის შესახებ, იტყობინება ესპანური პრესა.

 

ინიესტამ ზემოთ ხსენებული განცხადება მაშინ გააკეთა, როცა მას სთხოვეს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელისთვის შეედარებია.

 

"მოურინიოს არც ისე კარგად ვიცნობ, რომ მის შესახებ აზრები გამოვთქვა. რაც შეეხება გუარდიოლას, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ვამაყობ, რომ მუშაობა მიწევს ისეთ პროფესიონალთან, როგორიც ისაა და ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება." - განაცხადა ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.