ალვეში: "წარმოუდგენელია მოურინიოსა და გუარდიოლას ერთმანეთთან შედარება"

ალვეში: "წარმოუდგენელია მოურინიოსა და გუარდიოლას ერთმანეთთან შედარება"

"ბარსელონას" ბრაზილიელი მცველი, დანი ალვეში თვლის, რომ არ შეიძლება, ერთმანეთს შევადაროთ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცი პეპ გუარდიოლა და "თეთრების" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, იტყობინება ესპანური პრესა.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ხშირად ხდება პარალელების გავლება გუარდიოლასა და პორტუგალიელ სპეციალისტს შორის. ამის შესახებ თავად მწვრთნელებმაც ისაუბრეს.

 

"გუარდიოლა და მოურინიო ერთმანეთს ისე გვანან, როგორც ბრაზილია და იაპონია." - განაცხადა ალვეშმა და დაამატა, რომ კატალონიელებს არ მართებთ მსაჯების ირგვლივ არსებულ საკითხებზე კონცენტრირების მოხდენა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ "ბარსამ" სეზონის ყველა დარჩენილ მატჩში ბრწყინვალე თამაში უნდა აჩვენოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.