"ბარსელონელებმა" ძელს ბურთი 21-ჯერ გაარტყეს მიმდინარე ჩემპიონატში

"ბარსელონელებმა" ძელს ბურთი 21-ჯერ გაარტყეს მიმდინარე ჩემპიონატში

"ბარსელონა" და "ლივერპული" ის გუნდები არიან, რომლის ფეხბურთელებმაც ეროვნულ ჩემპიონატების მიმდინარე გათამაშებისას ყველაზე ბევრჯერ გაარტყეს ბურთი ძელს. ლა ლიგის 26 შეხვედრაში კატალონიელების მეტოქეები 21-ჯერ იხნა ხარიხამ გოლის გაშვებისგან.

 

ანდრეს ინიესტა და ისააკ კუენკა არიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც არ გაუმართლად სანტადერის "რასინგის" წინააღმდეგ მატჩში, რადგან მათი დარტყმული ბურთი მეტოქე გუნდის კარის ძელმა მოიგერია. "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ესპანეთის ჩემპიონატის 26 შეხვედრაში 21-ჯერ მოარტყეს ბურთი ძელს. ასეთი მაჩვენებელი კიდევ ერთ გუნდს აქვს, ოღონდ პრემიერ ლიგაში. საუბარია "ლივერპულზე".

TEAM                               WOODWORKS
FC Barcelona 21
Liverpool 21
Valenciennes 18
Betis 18
St Etienne 17
Manchester City 17
Juventus 16

 

ლიონელ მესიმ ბურთი ძელს 7-ჯერ მოარტყა. ამ მაჩვენებლით იგი ევროპაში მეორე პოზიციაზეა. მისი "რეკორდი მოხსნა" ბაკარი საკომ, რომელსაც იღბალმა 9-ჯერ აქცია ზურგი. კიდევ ერთი "ბარსელონელი" ფიგურირებს ტოპ 20-ეულში. სესკ ფაბრეგასმა ბურთი ძელს 5-ჯერ მოარტყა.

PLAYER                            WOODWORKS
Bakary Sako 9
Leo Messi 7
Cristiano Ronaldo 6
Luis Suárez 6
Marcus Rosenberg 6
Rubén Castro 6
Cesc Fàbregas 5

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.