ალვეში: "მომავალი 3–4 წლის მანძილზე "ოქროს ბურთს" სულ მესი მიიღებს"
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი დანიელ ალვეში, დარწმუნებულია, რომ მისი თანაგუნდელი ლიონელ მესი გააგრძელებს "ოქროს ბურთების" მოპოვებას კიდევ მომავალი რამდენიმე წელიწადის მანძილზე.
"თუ რაღაც სასწაული და არაამქვეყნიური არ მოხდა, ლიონელ მესი მომავალი 3–4 წლის მანძილზე გააგრძელებს "ოქროს ბურთების" მოპოვებას. დღეისათვის მას ბადალი არ ჰყავს და ნამდვილად საუკეთესოა. შესაძლოა სხვადასხვა ამპლუის მქონე ფეხბურთელები საკუთარ პოზიციაზე საუკეთესოდ აღიარონ, მაგრამ მთლიანობაში მაინც ლეო იქნება პირველი." –განაცხადა ალვეშმა.
რაღა შეხსენება გინდათ, მესი უკვე ბოლო 3 წელიწადია იღებს "ოქროს ბურთს" და სახელდება წლის საუკეთესო ფეხბურთელად. ბრწყინვალე არგენტინელმა ეს წელიც ბრწყინვალედ დაიწყო და "პოკერის" შესრულების დიდი შანსი აქვს თუ ასე გააგრძელებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]