კრკიჩი: "შემიძლია "ბარსაში" დაბრუნება"
იტალიური "რომას" ფეხბურთელმა ბოიან კრკიჩმა, რომელიც კატალონიის "ბარსელონას" აღზრდილია და პირველ გუნდშიც ითამაშა რამდენიმე წელიწადი, არ გამორიცხავს, რომ ამ ზაფხულს კვლავ მოირგებს ლურჯ–ბროწეულისფერ მაისურს, იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ კრკიჩი დედაქალაქურ გუნდში ამ სეზონიდან გამოდის. რომში თბილი დახვედრის მიუხედავად, მან უკვე აღიარა "ბარსასადმი" სიყვარული და ის, რომ არცერთ კატალონიელთა შეხვედრას არ ტოვებს და მთელი გულით ქომაგობს მათ.
"მე შემიძლია "ბარსელონაში" დაბრუნება, თუმცა ასევე შემიძლია "რომაში" დარჩენაც. საერთოდ, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ სულ სხვა გუნდში ამოვყო თავი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას მომცემს ფეხბურთი." –განაცხადა ბოიანმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]