კარლეს პუიოლი: "დარწმუნებული ვარ, აბიდალი ამ სიტუაციასაც გაუმკლავდება"
"ბარსელონას" კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა თანაგუნდელ ერიკ აბიდალს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.
"დარწმუნებულები ვართ, რომ აბიდალი ამ სიტუაციასაც გაუმკლავდება. ჩვენ მას და მის ნათესავებს ყველანაირ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთაა."
"დარწმუნებული ვარ, რომ ერიკი მალე გამოჯანმრთელდება და ყველაფერი კარგად იქნება. ის ძალიან ძლიერი ადამიანია და მან ეს უკვე ერთი წლის წინ დაამტკიცა." - ციტირებს კარლეს პუიოლის სიტყვებს "ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ შარშან ერიკ აბიდალს ღვიძლის სიმსივნე აღმოუჩინეს. დღეს კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრანგი მცველი ღვიძლის გადანერგვას საჭიროებს და მას ოპერაცია რამდენიმე კვირაში ჩაუტარდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]