"ბარსამ" შესაძლოა, ახალი სტადიონი ააშენოს

"ბარსამ" შესაძლოა, ახალი სტადიონი ააშენოს

"ბარსელონა" აპირებს, რომ ააშენოს ახალი სტადიონი, რომლის ტევადობაც 110,000 სკამი იქნება.

 

ესპანური პრესის ინფორმაციით, სანდრო როსელი ახალი სტადიონის აშენების გეგმას განიხილავს. აღიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ქალაქის მერმა, ხავიერ ტრიასმაც და აღნიშნა, რომ "ახალი სტადიონი, შესაძლოა აშენდეს "კამპ ნოუსთან" ახლოს, პროსპექტს დიაგონალზე."

 

კომპანია MCM-მა (Muro Cortina Modular Group) უკვე მოამზადა ხსენებული პროექსის რეალიზაციის ეკონომიკური გეგმა. ადრე კომპანიამ მომაწილეობა მიიღო ახალი "ლა მასიას" აშენებაში და აკადემიის შენობის ფასადზე დაამონტაჟა ორი გიგანტური ეკრანი, რომლებიც სარეკლამო სტენდების სახით შეიძლება იქნეს გამოყენებული. აღნიშნული პროექტი შესაძლოა, განხორციელდეს არსებულ სტადიონზეც.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.