პეპი: ”ახლა ერიკისთვის ყველაზე მთავარი ჯანმრთელობაა”

პეპი: ”ახლა ერიკისთვის ყველაზე მთავარი ჯანმრთელობაა”


”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კვლავ ამყარებს იმედებს ერიკ აბიდალზე, რომელსაც უახლოეს მომავალში ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება.

ის, რაც ტიტო ვილანოვას და ერიკ აბიდალს შეემთხვა ბევრ ოჯახში ხდება, მთელს მსოფლიოში. ჩვენ ორი ასეთი ფაქტი შეგვემთხვა და დარწმუნებულები ვართ, რომ ორივე მათგანს გავუმკლავდებით. ერიკი ავადაა და მას მკურნალობა სჭირდება. მას ჩვენ ვყავართ, ის ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. უკვე გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება. მე ერიკს ვუთხარი: გააკეთე ეს მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლი. როდესაც შენ მწყობრში იქნები ყოველთვის მოგენახება ადგილი ძირითად თერთმეტეულში”.

მან მიიღო გადაწყვეტილება. ის ბოლომდე ჯანმრთელი რომ იყოს ხვალ ”სევილიასთან” ითამაშებდა. ახლა ყველაზე მთავარი ფეხბურთელის ჯანმრთელობაა, ის სრულად უნდა განიკურნოს. არ აქვს მნიშვნელობა გუნდი გაძლიერდება თუ დასუსტდება... ეს ცხოვრებაა. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მას, დავეხმაროთ ამ ბრძოლაში. მნიშვნელობა არ აქვს გუნდი გაიმარჯვებს თუ დამარცხდება” - გვარდიოლას სიტყვებს ”as” ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.