ვიდიჩი: "ბარსა" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია ისტორიაში
"ფიფას" ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ნემანია ვიდიჩმა აღფრთოვანება გამოხატა "ბარსელონასა" და მესის მიმართ.
ვიდიჩი, რომელიც მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო ვეღარ ითამაშებს, ფეხბურთს აქტიურად ადევნებს თვალს. მისთვის ერთ-ერთ სასიამოვნო საყურებელ მატჩად მიიჩნევა ის შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობას იღებს "ბარსელონა".
""ბარსელონა" საუკეთესო გუნდია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ის არ არის მთელი გუნდი, არამედ არიან ფეხბურთელების თაობა, რომლების იცავენ ამ კლუბის ღირსებას და პასუხს აგებენ კლუბის სიძლიერეზე. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ფეხბურთის ისტორიაში."
ვიდიჩის აზრით "ბარსას" საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იგი ტიპიური ცენტრ-ფორვარდის გარეშე თამაშობს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მეტოქეს უჭირს "ბარსას" თავდასხმის გაკონტროლება. სერბის თქმით, ბურთის მუდმივი ფლობა კატალონიელთა მეტოქეს იმედგაცრუებულის მდგომარეობაში აგდებს.
დამატებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა გამოყო ის მიზნები, რომელიც "ბარსას" აქვს არჩეული: "მათი ფეხბურთელები საოცრად ტექნიკურები არიან. ფეხბურთი იდეალურად მესმის და ვიცი, თუ რას აკეთებენ ისინი, რადგან ისინი უკვე წლებია ერთად თამაშობენ. არ შეიძლება იმის არ აღიარება, რომ ეს გუნდი იდეალურია."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]