”მალიორკა” - ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”მალიორკა” - ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ


ხოსეპ გვარდიოლამ მაღალი შეფასება მისცა მისი გუნდის გამარჯვებას ”მალიორკასთან”. მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ეს გამარჯვება დადებითად წაადგება მის შეგირდებს ”მილანთან” გასამართი შეხვედრის წინ. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ”ყველაფრის მიუხედავად გუნდი მოედანზე გავიდა და გაიმარჯვა”.

მწვრთნელმა ასევე აღნიშნა მისი ფეხბურთელების თვითშეწირვა ერთობლივი წარმატებისთვის: ”ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც თავს წირავენ გუნდის გამო. ისინი, რომლებიც ერთობლივი წარმატებისთვის თამაშობენ და არა პირადისთვის. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა”.

მაქსიმალური ძალისხმება წარმატებისთვის

გვარდიოლამ შეაქო ფეხბურთელების საქციელი და განაცხადა: ”ამ გუნდისთვის ადვილი არაფერი არ იყო. ტიტულების მოგების შემდეგ ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ სამაგალითონი ვიყავით. დასაწყისში სეზონი ძალიან გრძელი მოსჩანს და თავს მოდუნების საშუალებას აძლევ, მეტოქეები კი ამას არ გპატიობენ. ახლა სეზონის ბოლო მონაკვეთში ვართ და ეს ვიცით. ძალისხმევის გაზომვა არ შეიძლება. საჭიროა მთელი ძალით ბრძოლა. ფეხბურთელები აჩენენ ძლიერ სულს და ბოლომდე იხარჯებიან”.

მეორე ტაიმის დასაწყისში ”ბარსა” 10 კაცით დარჩა ტიაგოს გაძევების შემდეგ. ამის შესახებ  მწვრთელს ასეთი მოსაზრება აქვს: ”ჩვენ მატჩში ბურთს 70-75% ვფლობთ. გამოდის, რომ ყოველ 10 წუთში 7 წუთზე მეტი დრო ბურთი ჩვენს ხელთაა. ასეთი შედეგით ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად ისჯება. ხანდახან რთულია ასეთი რამის გაგება. თუკი ფეხბურთელი გააძევეს, მაშინ ამის საფუძველი იყო და ეს უნდა მივიღოთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ვაგრძელებთ თამაშს”.

”პატივისცემას იმსახურებენ”

ბოლოს კი პეპი საშეჯიბრო კომიტეტის და სამსაჯო კომიტეტის თემასაც შეეხო. მწვრთნელმა განაცხადა, რომ ”თავს ძალა უნდა დაატანო და პატივისცემით მოეკიდო მათ. ახლა ჩვენ ვართ სიტუაციაში, როცა ყველაფერი საეჭვოა. ბევრი რამ მოხდა, საბოლოოდ კი მათ ის გააკეთეს, რომ ისინი დავაფასეთ. ახლა კი ყველა მათი გადაწვეტილება საეჭვოა. პიკემ წარმუთქმული სიტყვების გამო ალბათ დაიმსახურა დასჯა, თუმცა დისკვალიფიკაცია არ მიუსაჯეს, რადგან კარგად ესმით, რომ მაშინ ისიც უნდა დაესაჯათ, ვინც ”მოიპარეს” იძახის. ამ პრობლემას დიდი ფესვები აქვს და ამ ადამიანებმა სწრაფად უნდა შეძლონ რეპუტაციის აღდგენა”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.