გვარდიოლა: ”ისინი თავს კარგად იცავდნენ”
ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ”მილანთან” 2:2 თამაშის შემდეგ კატალონიური ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ვერ მალავდა განცვიფრებას მატჩის შედეგით.
”გაბრაზებულები ვართ, რადგან გამარჯვება ვერ შევინარჩუნეთ. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს მატჩის მოსაგებად. ჩვენ არ გვყოფნიდა მესამე გოლი, მაგრამ ძალიან რთულია გოლის გატანა, როცა მოწინააღმდეგე მთელი შემადგენლობით იცავს თავს” - გვარდიოლას სიტყვებს marca ციტირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ”ბარსელონა” მთელი მატჩი დომინირებდა პეპმა მოწინააღმდეგე გუნდი შეაქო: ”მილანი ძალიან კარგად მოქმედებდა დავცაში. ეს ძალიან კარგი გუნდია, შემთხვევითი არაა, რომ მათ 7-ჯერ აქვთ მოგებული ჩემპიონთა ლიგა” - აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.
მწვრთნელმა მომავალი მატჩებისთვის გულშემატკივრების დამშვიდება გადაწყვიტა: ”მე არ ვღელავ შემდეგი მატჩების წინ. არიან ადამიანები, რომლებიც შეპყრობილნი არიან შიშით. პირადად მე ჩემს ფეხბურთელებში ეჭვი არ მეპარება” - დაასრულა ”ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა.
p.s. ესეც ჩემი 800 სიახლე ბარსამანიაზე
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]