”მალიორკა” - ”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ
ხერარდ პიკემ, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა მაღალ დონეზე შეაფასა გუნდის გამძალეობა მას შემდეგ, რაც ტიაგო გააძევეს. მასკერანომ თავის მხრივ გამოყო დაცვის დალაგებული მოქმედება, პედრომ კი გულშემატკივრებს რწმენისთვის მადლობა მოუხადა.
”მალიორკასთან” რთულ მატჩში გამარჯვების შემდეგ ”ბარსელონას” ფეხბურთელებს სწამთ 6 ქულიანი ჰანდიკაპის ამოქაჩვის. ”ბლაუგრანას” ფეხბურთელები დარწმუნებულები არიან, რომ ეს 3 ქული სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.
ხერარდ პიკემ, რომელმაც მეორე გოლი გაიტანა კუნძულელთა კარში აღნიშნა, რომ მატჩი ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით ტიაგოს გაძევების შემდეგ: ”გამარჯვება ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით ტიაგოს გაძევების შემდეგ”. ასევე მცველმა აღნიშნა, რომ გუნდმა დამსახურებულად მოიგო: ”3 ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ის ჩვენ დავიმსახურეთ”.
ფეხბურთელები გაუმკლავდნენ მოედნის ცუდ საფარს
ხერარდმა ასევე აღნიშნა, რომ ”ბურთი მოედნიდან მოულოდნელ ასხლეტებს აკეთებდა”, თუმცა გუნდი ამას გაუმკლავდა და კარგი ფეხბურთი აჩვენა. ”ჩვენ თამაშის გაკონტროლებას ვცდილობდით. ისინი ანგარიშის გათანარებას ცდილობდნენ, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ”.
გამარჯვებების გაგრძელება, რათა ლიდერს არ ჩამოვრჩეთ
ფეხბურთელმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ გუნდმა უნდა გააგრძელოს გამარჯვებები, რათა სატურნირო ცხრილში მადრიდის ”რეალს” გადაასწროს: ”ამჟამად ჩვენ 3 ქულით ჩამოვრჩებით ლიდერს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ტიტულის მოგებისთვის იმედები არის”.
ბოლოს კი პიკემ განაცხადა, რომ ”ბარსელონა” ყოველ მომდევნო შეხვედრაზე უნდა ფიქრობდეს, რათა გააგრძელოს მოგებათა სერია: ”გამარჯვებები ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში ჩვენ მორალურად გვაძლიერებს” - დაასრულა მან.
ხავიერ მასკერანო
”ჩვენ ჩვენი საქმე მაქსიმალურად კარგად გავაკეთეთ. ”მალიორკას” წინააღმდეგ სიმშვიდეს ვინარჩუნებდით. გუნდმა გაძლო მას შემდეგ, რაც კაცნაკლული დარჩა. როცა ანგარიში 0:2 გახდა თამაში გაგვიადვილდა, რადგან მეტოქეს ცოტა დრო დარჩა”.
”მე კარგად ვგრძნობ თავს, როცა დაცვაში ოდნავ მარჯვნივ ვთამაშობ, მიუხედავად იმისა, რომ მიუჩვეველი ვარ იქ თამაშს. ჩვენ კარგი სამუშაო გავწიეთ და შესანიშნავად ვითამაშეთ დაცვაში”.
”ეს რთული მატჩი იყო. ხვალ ჩვენ ”მილანთან” მატჩისთვის მზადებას დავიწყებთ. გასვლითი მატჩი ამ დაპირისპირებაში ძალიან მნიშვნელოვანია”.
პედრო როდრიგესი
”თამაში რთული იყო, მოედანი კარგ მდგომარეობაში არ იყო, მაგრამ ჩვენ მოხარულები ვართ გამარჯვებით. გუნდი ტიაგოს გაძევების შემდეგ კარგად მოქმედებდა. ”მალიორკას” დამარცხება ძალიან რთულია, რადგან ისინი ბევრს უტევენ. მათ შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარგად იყენებენ ზონებს”.
”ჩემი აზრით ტიაგოს ბურთი ხელში არ მოხვედრია, მაგრამ მსაჯს რთული სამუშაო აქვს და ჩვენს გვესმის ეს. ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენ საქმე კიდევ უფრო უკეთესად გავაკეთოთ, ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. ჩვენ თავს შესანიშნავად ვგრძობდით. ვიცით, რომ გვენდობიან და ბოლომდე ვიბრძოლებთ”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]