პეპი - "ბარსას" პრეზიდენტი; ჩავი - მწვრთნელი
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ხუან ლაპორტამ იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში ისაუბრა კატალონიურ გრანდზე, კრუიფის როლზე, "Qatar Foundation"-ზე და "ბარსას" მომავალზე.
ლაპორტას აზრით "ბარსელონას" მომავალი პრეზიდენტი პეპ გუარდიოლა უნდა გახდეს, ხოლო მთავარი მწვრთნელის ფუნქციები ჩავიერ ერნანდესმა უნდა შეითავსოს. სწორედ ასე ხედავს კატალონიური გრანდის ექს-პრეზიდენტი კლუბის მომავალს. ლაპორტამ ხოტბა შეასხა "ბარსას" "6"-ანს და მას ფენომენალური ფეხბურთელი უწოდა.
ლაპორტას განცხადებით კლუბმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა გუნდის მაისურის წინა მხარეს Qatar Foundation-ის დასახელება განათავსა. "ჩვენ UNICEF-ს თანხას ვუხდიდით იმაში, რომ მათი ლოგო მაისურის წინა მხარეს განგვეთავსებია, ახლა კი ის სანომრე ნიშნის ქვეშ მოათავსეს. ეს დიდი შეცდომაა."
"ბარსას" ექს-პრეზიდენტმა "ლა მასიაც" მიმოიხილა და მას "განძი" უწოდა.
ლაპორტა რამდენიმე სიტყვით შეეხო ზლატან იბრაჰიმოვიჩის თემას და განაცხადა, რომ შვედი ფეხბურთელი გუნდს ვერ შეეწყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]