ალ ნასრი: ”Qatar Foundation - ეს მხოლოდ დასაწყისია ”ბარსასთვის””

ალ ნასრი: ”Qatar Foundation - ეს მხოლოდ დასაწყისია ”ბარსასთვის””

არაბული არაკომერციული ორგანიზაციის - Qatar Foundation-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი, აია ალ ნასრი კატალონიის დედაქალაქში ჩამოვიდა და ”ბარსელონას” ახალი ფორმის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

ალ ნასრს ძალიან მოეწონა კლუბის 2011/12 სეზონის ფორმა, რომელსაც წინა მხარეს Qatar Foundation-ის დასახელება ამშვენებს.

მე ძალიან მომეწონა გუნდის ფორმა. ყატარში ხალხს ძალიან უნდა ”ბარსას” ფორმების შეძენა და უკვე დამიკავშირდნენ აღნიშნულთან დაკავშირებით თხოვნით. რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის დასახელებას, რომელიც ფეხბურთელთა მაისურის წინა მხარეს განთავსდა, ეს მხოლოდ დასაწყისია ”ბარსელონასთვის”.” - განაცხადა აია ალ ნასრმა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.