”ბარსელონა” - ”ატლეტიკი”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსელონა” - ”ატლეტიკი”. გვარდიოლა მატჩის წინ


პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ შეხვედრა ”ატლეტიკთან”, რომელიც ”უკვე ევროპის სენსაცია გახდა” დაძაბული იქნება. მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ყველა გუნდს სჭირდება დრო მატჩებს შორის ძალების აღსადგენად, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ბიელსას შეგირდები ”ნოუ კამპზე” იბრძოლებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხუთშაბათს ჰქონდათ თამაში.

ხოსეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მაღალ დონეზე ითამაშებს და არ იფიქრებს იმაზე, რომ ”ატლეტიკი” მოედანზე რთულ ვითარებაში გავა იმის გამო, რომ 48 საათის წინ მატჩი გამართა. მწვრთნელმა, რომელმაც ნახა ბასკების შესანიშნავი გამარჯვება ”შალკესთან” განაცხადა: ”ეს გუნდი მოედანზე ყოველთვის 100 პროცენტით იხარჯება. მათ იციან, რომ ბევრის მიღწევა შეუძლიათ”. პეპს იმედი აქვს, რომ ”ატლეტიკი” ”ბარსასთან” შეხვედრას სერიოზულად მიუდგება და არ იქნება კონცენტრირებული ევროპა ლიგის მატჩზე. ”მათ შეიძლება მოიგონ, წააგონ ან ფრე ითამაშონ, მაგრამ ყოველთვის იღებენ ინიციატივას საკუთარ ხელში და ბევრ მომენტს ქმნიან”. მწვრთნელი ასევე მიიჩნევს, რომ ”ბარსას” და ”ატლეტიკს” მატჩებს შორის მეტი დასვენება სჭირდებათ, თუმცა ”კალენდარი არ შეიცვლება”. ”შესანიშნავი იქნებოდა, თუკი გუნდებს შეხვედრისთვის მოსამზადებლად მეტი დრო ექნებოდათ, მაგრამ მათ, ვისაც ბევრის მიღწევა სურთ ბევრი თამაში უწევთ. არჩევანი არ არის”.

სიფრთხილე ”ატლეტიკთან”

”ბარსას” თავკაცმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და კვლავ შეაქო მარსელო ბიელსა: ”მე ვთვლი, რომ ის საუკეთესოა და ჩემთვის დიდი პატივია მასთან დაპირისპირება”. გვარდიოლამ ყურადღება მიაქცია იმას, რომ ”ატლეტიკი” ბიელსას მისვლის შემდეგ ძალიან გაიზარდა და განაცხადა: ”ეს კლუბი ნამდვილი სენსაციაა ევროპაში. ისინი იმსახურებენ საერთო აღფრთოვანებას”. მეტოქის შესაფასებლად გვარდიოლამ ბასკების ბოლო შეხვედრას და ”ბარსას” ”სან სიროზე” გამართულ მატჩს უყურა ჩანაწერში: ”მოედანზე ხშირად გამოდიან ერთი და იგივე ფეხბურთელები. მათი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. ჩვენ გველოდება ძალიან ძნელი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ლამაზი მატჩი”.

კარგი ტესტი

”ატლეტიკი” არ არის ხელსაყრელი მეტოქე ”ბარსასთვის”, თუკი გავითვლისწინებთ პრიმერას სატურნირო ცხრილს და ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრას. ამ საკითხზე გვარდიოლას საკუთარი აზრი აქვს: ”თუკი ჩვენ გვინდა ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის და ესპანეთის თასის მოგება, მაშინ ყველა სირთულე უნდა დავძლიოთ, ვაჯობოთ ყველას, ვიყუროთ მხოლოდ წინ და ვითამაშოთ შესაძლებლობების მაქსიმუმზე”. პირველ რიგში ფეხბურთელები პრიმერას მატჩისთვის უნდა მოემზადნონ და შემდეგ დაიწყონ ”მილანზე” ფიქრი: ”თუკი ჩვენ სხვა შეხვედრებზე ვიფიქრებდით და კონცენტრაციას უახლოეს შეხვედრაზე არ გადავიტანდით ვერ მოვიგებდით 16 შესაძლოდან 13 ტიტულს”.

კანტერას იმედი

ისევე როგორც ”ბარსასთვის”, ასევე ”ატლეტიკისთვის კანტერა დიდ როლს ასრულებს. ხოსეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ბევრ კლუბს შეუძლია თავის მოწონება საკუთარი აღზრდილებით, ”თუმცა ყველა მათგანი ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევს”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.