”ბარსელონა” - ”ატლეტიკი”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” - ”ატლეტიკი”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ


”ბარსელონას” მწვრთნელმა დაცვის თამაში გამოყო, როგორც წარმატების მთავარი საწინდარი ”ატლეტიკთან” შეხვედრაში. გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ თასის ფინალი ”ფანტასტიკური” იქნება და ეჭვი არ ეპარება, რომ მატჩი უფრო სანახაობრივი იქნება.

ხოსეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ბილბაოს ”ატლეტიკმა”, რომელიც ევროპის ლიგის შეხვედრაზე ფიქრობდა ”ყველას მისცა მაგალითი იმისთვის, თუ როგორ უმკლავდებიან სპორტსმენები სიტუაციებს, ადვილს თუ რთულს”. მწვრთნელმა განაცხადა, რომ ”გუნდმა დაცვაში საუკეთესოდ დაამყარა დისციპლინა, რათა ბიელსას გუნდი დაემარცხებინა. ეს გუნდი მაქსიმალური ყურადღებით თამაშს გაიძულებს. ისინი დიდ ძალას გახარჯვინებენ შეხვედრის მოგებისთვის. თუკი სრული კონცენტრაციით არ ითამაშებ ისინი დაგიპყრობენ”.

შექება მასკერანოს

გვარდიოლამ თამაშისთვის გუნდი შეაქო, თუმცა განსაკუთრებით გამოყო ხერარდ პიკეს, ხავიერ მასკერანოს და ადრიანოს თამაში: ”ჩვენ ხერარდი სეზონის დიდ პერიოდში გვაკლდა. ის დაუბრუნდა ჩვეულ სათამაშო ფორმას. მან და მასკერანომ შესანიშნავი მატჩი გამართეს. ხავიერი შესანიშნავი შენაძენია. ის ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც მწვრთნელები არ გაყიდიან და არავიში გაცვლიან. ის უნიკალური შენაძენია და ძალიან მოხარულები ვართ იმით, რომ ის ჩვენს გუნდშია. ასევე მსურს გამოვყო ადრიანოს მონდომება”.

გვარდიოლა მოპოვებულ 3 ქულას ”ძალიან რთულ” შეხვედრაში აღებულად აფასებს. როცა პეპს ”მილანთან” გასამართ შეხვედრაზე შეეკითხნენ მან უპასუხა: ”ბილბაოს ”ატლეტიკი” თავს არ იცავს, ის თავად გპოულობს შენ. ეს სრულად განსხვავდება ”მილანისგან”, ეს დღე და ღამესავითაა”.

ბოლოს პეპმა განაცხადა, რომ სესკმა შეხვედრა უსაფრთოების მიზნით გამოტოვა. გვარდიოლამ დაამატა, რომ ”მილანთან” განმეორებითი შეხვედრა ”წლის ყველაზე მნიშვენლოვანი შეხვედრაა” და ამავდროულად ”ყველაზე ლამაზი შეხვედრა”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.