ვალდესი რექსაჩს გაუტოლდა

ვალდესი რექსაჩს გაუტოლდა

კატალონიის "ბარსელონას" მეკარე, ვიქტორ ვალდესი, ახლა მეოთხე პოზიციაზე იმყოფება გუნდის მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით. ესპანელი გოლკიპერი მხოლოდ მიგელის, კარლეს პუიოლს და ჩავი ერნანდესს ჩამორჩება. ასევე საინტერესოა, რომ ანდრეს ინიესტას 397 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული ლურჯ–ბროწეულისფერი ფორმით, ხოლო ვალდესის თამაშების რაოდენობის ზუსტი რიცხვი 449–ს შეადგენს.

 

გუშინ, "ატლეტიკის" წინააღმდეგ ვალდესმა თავის კარიერაში 449–ე მატჩი ჩაატარა "ბარსელონას" რიგებში, ამ შედეგით გაუთანაბრდა რექსაჩს და გადავიდა მეოთხე ადგილზე ამ კატეგორიაში. ვიქტორს "ბლაუგრანაში" დებიუტი 2002 წლის 1–ელ სექტემბერს ჰქონდა; მაშინ იგი 20 წლის იყო და მადრიდის "ატლეტიკოსთან" მისი პირველი გამოცდა შედგა. საბოლოოდ ის დაპირისპირება 2:2 დასრულდა. ამის შემდეგ 9 წელი და 7 თვე გავიდა და ვიქტორი უამრავ რეკორდს ამყარებს.

 

ვალდესი "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მეკარეა. კლუბის 113 წლიანი ისტორიის მანძილზე, კარი ისეთი დაცული არასოდეს ყოფილა, როგორც ახლაა. ესპანელი მეკარე განაგრძობს კატალონიაში გამოსვლას და ჩატარებული მატჩების რაოდენობით მხოლოდ მიგელის (449), პუიოლს (550) და ჩავის (617) ჩამორჩება.

 

ჩემპიონატი, სადაც ვიქტორს ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს გამართული არის ლა ლიგა (324), რომელსაც ჩემპიონთა ლიგა მოყვება (90). ესპანეთის თასზე მას მხოლოდ 12 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, უეფას თასზე–5–ში, ხოლო ესპანეთის სუპერთასზე–8–ში. მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო კარის დარაჯს "ბარსელონას" ფორმით ასევე ევროპის სუპერთასზე (3) და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე (6) აქვს ნათამაშები.

 

18 ტიტული

 

ვალდესმა პირველი ტიტული 2004/05 წლების სეზონში მოიპოვა. ამის შემდეგ, მის ანგარიშზეა 4 ლა ლიგა, 3 ჩემპიონთა ლიგა, 1 სამეფო თასი, 2 ევროპის სუპერთასი, 5 ესპანეთის სუპერთასი და 2 კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი.

 

4–ჯერ მოგებული ზამორა

 

"ბარსას" კარის დარაჯს ასევე მოპოვებული აქვს 4 ზამორას ტიტული. ეს ტიტული გადაეცემა მეკარეს, რომელიც ლა ლიგის სეზონის მანძილზე ყველაზე ნაკლებ გოლს გაუშვებს. მას ახლა მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა აშორებს ლეგენდარული რამალეტსის რეკორდის განმეორებამდე, რომელიც 5–ჯერ არის ამ ჯილდოს პრიზიორი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.