ბარეზი: "კატალონიელები კვლავ 1/4 ფინალის ფავორიტებად ითვლებიან"

ბარეზი: "კატალონიელები კვლავ 1/4 ფინალის ფავორიტებად ითვლებიან"

იტალიური "მილანის" ლეგენდამ, ფრანკო ბარეზიმ, გამოთქვა საკუთარი აზრი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის შესახებ, სადაც მის ყოფილ გუნდს კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდება. 

 

"პირველი 1/4 ფინალური მატჩის შემდეგაც კი, "ბარსელონა" წყვილის აშარა ფავორიტად რჩება. ასე მარტო მე არ ვფიქრობ; ეს მთელი იტალიის აზრია. ამის მიუხედავად, "მილანს" მაინც აქვს 1/2 ფინალში გასვლის შანსი. მთავარია, რომ "როსონერიმ" "სან სიროზე" გოლი არ გაუშვა. კატალონიელი ფორვარდების გაჩერება ძალზედ რთულია, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ალეგრის გუნდი ამ ბოლო ხანებში ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და კარგად გამოდის, თუმცა იგივეს გაკეთება "ბარსას" წინააღმდეგ–ეს უკვე სხვა ისტორიაა. "ლურჯ–ბროწეულისფერები" ეფექტურ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ." –განაცხადა ბარეზიმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.