კუენკა: "ბარსას" არ აინტერესებს ზლატანის სიტყვები"

კუენკა: "ბარსას" არ აინტერესებს ზლატანის სიტყვები"

კატალონიის "ბარსელონას" გარემარბმა, ისააკ კუენკამ განაცხადა, რომ მას და მის გუნდს არ აინტერესებთ "მილანის" თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის სიტყვები. იტყობინება ესპანური პრესა.

 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებითი მატჩის შემდეგ, შვედი ფეხბურთელი უკმაყოფილო გახლდათ არბიტრის გადაწყვეტილებით, რომელმაც ორი პენალტი დანიშნა "მილანელთა" კარის მიმართულებით. ზლატანმა ასევე განაცხადა, რომ კარგად ესმის ჟოზე მოურინიოსი, როდესაც იგი "კამპ ნოუზე" თამაშის შემდეგ სულ ვიღაცას აკრიტიკებს.

 

"ჩვენ არ გვაინტერესებს ის, რასაც სხვები საუბრობენ. მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ზედიზედ მეხუთედ გავედით ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/2 ფინალურ სტადიაზე. ყველანი ბედნიერები ვართ, რადგან ვქმნით ისტორიას". დაასრულა ახალგაზრდა ფეხბურთელმა. 

 

ისააკ კუენკა მიმდინარე სეზონში შეუერთდა ძირითად გუნდს და მან უკვე მოახერხა 5 მატჩის ჩატარება ჩ.ლიგაზე. სამწუხაროდ, გოლი არ გაუტანია, თუმცა 3 საგოლე გადაცემითა და ბრწყინვალე თამაშით გამოირჩა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.