ისააკ კუენკა: მატჩის შედეგი "ბარსელონაზე" იქნება დამოკიდებული
დღეს, 23 საათსა და 45 წუთზე "ბარსელონა" "დეპორტივოს" დაუპირისპირდება. მატჩის შესახებ ისაუბრა ისააკ კუენკამ, რომელიც ორივე გუნდს კარგად იცნობს: ის ლა მასიის აკადემიის აღზრდილია და 2009-დან 2014 წლამდე (2 სეზონი სხვა კლუბებში იჯარის წესით) "ბლაუგრანას" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, 2014/15 წლების სეზონი კი "დეპორტივოში" გაატარა.
"თუ "ბარსელონა" კარგ ფორმაშია, მათ წინააღმდეგ შანსებზე ლაპარაკი ძალიან რთულია. მატჩის შედეგი სწორედ კატალონიელებზე იქნება დამოკიდებული. ისინი ახლა კომფორტულად ლიდერობენ ქვეყნის ჩემპიონატს, რაც თავიდან მოსალოდნელი არ იყო. ერნესტო ვალვერდე ნამდვილად კარგად მუშაობს.
"ბარსას" დატოვება, რა თქმა უნდა, ადვილი არაა. როცა "დეპორში" გადავედი, ლიგის ქვედა ნაწილში მომიხდა გადანაცვლება, მაგრამ ლა კორუნიაში გატარებული პერიოდი დამეხმარა, გავმხდარიყავი უკეთესი ფეხბურთელი და უკეთესი პიროვნება."
კუენკა ამჟამად ისრაელის "ჰაპოელ ბეერ-შევას" ფეხბურთელია. ამ კლუბს ის მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]