კასანო: "ინიესტამ ოპერაციამდე დამირეკა"
იტალიური "მილანის" ფორვარდმა, ანტონიო კასანომ, რომელიც მოედანზე დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა, განაცხადა, რომ მძიმე პერიოდისას მას კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ დაურეკა და გამოჯანმრთელება უსურვა.
"ინიესტამ მე ოპერაციიდან არც ისე დიდი ხნით ადრე დამირეკა. სწორედ მაშინ მივხვდი, თუ რამდენი ადამიანი სწუხს ჩემს გამო და ზრუნავს ჩემზე. ახლა მე ერთადერთი რაღაც მსურს: მინდა ყველას ახსოვდეს ეს კარგი კასანო და არა ის, წარსულში შარს რომ არ ერიდებოდა. ყველაზე მეტად სხვისთვის ტკივილის მიყენებას ვერ ვიტან." –განაცხადა კასანომ.
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორიბითი შეხვედრისას "ბარსასა" და "მილანს" შორის, კასანომ ვერ მოასწრო ბოლომდე გამოჯანმრთელება და სწორედ ამიტომ ვერ გავიდა "კამპ ნოუს" მინდორზე საკუთარი გუნდის დასახმარებლად.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]