"ჩელსი"-"ბარსას" ფელიქს ბრიხი განსჯის

"ჩელსი"-"ბარსას" ფელიქს ბრიხი განსჯის

"ჩელსისა" და "ბარსელონას" შორის გასამართ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას გერმანელი არბიტრი ფელიქს ბრიხი განჯის.

გერმანელმა არბიტრმა სამოყვარულო დონეზე მსაჯობა 1999 წელს დაიწყო. 36 წლის ფელიქს ბრიხი გერმანიის ბუნდესლიგის მატჩებში 2004 წლიდან მსაჯობს. საერთაშორისო დონეზე მუშაობის უფლება მან 2007 წელს მიიღო.

ევროტურნირებზე ბრიხმა 41-ჯერ იმსაჯა. აქედან 17 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე მოდის.

"ჩელსის" მონაწილეობით გამართულ მატჩში ბრიხს ერთხელ უმსაჯია. მიმდინარე წლის 13 აპრილს, ლონდონელებმა "ნაპოლი" 4:1 გაანადგურეს. "ბარსას" შეხვედრაში იგი პირველად იმსაჯებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.