ჩეხი: "ჩელსიმ" გამარჯვება დაიმსახურა

ჩეხი: "ჩელსიმ" გამარჯვება დაიმსახურა

ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც მინიმალური ანგარიშით გამარჯვება ლონდონის "ჩელსიმ" იზეიმა, კომენტარი გააკეთა პეტერ ჩეხმა.

 

"იდეალურად არ გვითამაშია, რადგან "ბარსელონამ" უამრავი მომენტი შექმნა, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. კატალონიელებს უაღრესად მაღალი კლასის გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ 100%-თ დავიხარჯეთ და ვცდილობდით ორგანიზებულად გვეთამაშა. ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია კონცენტრაციის გაკეთება, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით."

 

""ბარსელონა" განსაკუთრებული მეტოქეა, მაგრამ ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით. მოგება დავიმსახურეთ პირველ რიგში ჟინისა და თავდადების გამო."

 

"ახლა მთავარია გასვლაზე არ მივიღოთ გოლი საკუთარ კარში, რისი გაკეთებაც "კამპ ნოუზე" გამართულ ბოლო შეხვედრაში შევძელით. ასევე ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, შევძლებთ, თუ არა გოლის გატანას." - ციტირებს ჩეხის სიტყვებს UEFA.

 

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "ჩელსის" საპასუხო შეხვედრა 24 აპრილს "კამპ ნოუზე" გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.