მატა: "სწორედ ამას ველოდით "ბარსელონასგან""
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა ლონდონელთა ნახევარმცველმა, ხუან მატამ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულშეხვედრას გუშინ "სტემფორდ ბრიჯმა" უმასპინძლა. "ჩელსისა" და "ბარსელონას" წყვილს შორის მინიმალური ანგარიშით გამარვებული ლონდონური კლუბი გამოვიდა (1:0).
"კარგად მესმის "ბარსელონას" ფეხბურთელების იმედგაცრუება, მაგრამ ეს ფეხბურთია. ჩვენი გუნდი ზუსტად ასეთი მატჩისთვის ემზადებოდა. ველოდებოდით ჩვენს შანსს და გამოვიყენეთ კიდეც ის. ყველანი კმაყოფილები ვართ საბოლოო რეზულტატით. შესაძლოა, ეს არ იყო ყველაზე ბრწინვალე თამაში, მაგრამ აშკარად ძალიან ეფექტური გამოდგა."
"ჩვენ გოლის გატანას შევეცდებით "კამპ ნოუზე", რადგან ეს იძულებულს გახდის კატალონიელებს, რომ 3 ბურთი გაიტანონ. აღსანიშნავია ისიც, რომ კარგად გვესმის, მათ ამის გაკეთებაც შეუძლიათ." - ციტირებს მატას სიტყვებს ესპანური გამოცემა Sport.es.
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს "ბარსელონასა" და "ჩელსის" საპასუხო შეხვედრას "კამპ ნოუ" უმასპინძლებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]