რედნაპი: "ბეილის ყიდვა "ბარსას" სურს? მე კი მესის ყიდვა მსურს"
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ გარეტ ბეილი მის გუნდში ძალიან კმაყოფილია და გავრცელებული ჭორების მიუხედავად, არსად გადასვლას არ აპირებს.
"ბეილის თაობაზე არავინ არ დაგვქონტაქტებია. იგი ამ დროისათვის ჩვენთან ყოფნით ძალიან ბედნიერია. გარეტით უამრავი გუნდი დაინტერესდება, რადგან ის უდიდესი ფეხბურთელია. დანი ალვეშმა თქვა, რომ "ბარსელონაში" უელსელ მოთამაშეს ელიან? ასეთი არაფერი მსმენია. ისე კი, მე დიდი სიამოვნებით გავაძლიერებდი გუნდს ლიონელ მესით. ხელმძღვანელობას აუცილებლად დაველაპარაკები ამის თაობაზე. საინტერესოა ოცნებობს თუ არა არგენტინელი სუპერვარსკვლავი "ტოტენჰემის" რიგებში გამოსვლაზე. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "ჩელსის" ვქომაგობ, რადგან ინგლისური კლუბია." –თქვა რედნაპმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]