რა ჭირს პიკეს?
მადრიდის ”რეალთან” მატჩი სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო. ამ მატჩზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, ”ბარსას” გამარჯვების შემთხვევაში ლიდერთან სხვაობა 1 ქულა იქნებოდა. ”რეალის” გამარჯვება ნიშნავს, რომ 3 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონის ტიტული დედაქალაქში წავა.
მატჩის წინ იყო ბევრი მსჯელობა იმაზე, თუ რა შემადგენლობას დააყენებდა გვარდიოლა და გამოვიდოდა თუ არა მოედანზე ხერარდ პიკე, რომელიც ბოლო დროს უყურადღებოთ რჩება. 25 წლის ცენტრალურმა მცველმა მთელი შეხვედრა სათადარიგო სკამზე გაატარა.
გვარდიოლამ ვერ გაიმეორე ლეგენდარული ”ოცნების გუნდის” მიღწევა, როცა ისინი ზედიზედ 4-ჯერ გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები. იყო შანსი ლიდერთან მიახლოვების, თუმცა მადრიდელები 7 ქულით წინ გაიჭრნენ და ფაქტიურად გაინაღდეს ჩემპიონობა.
ასევე იყო ”ჩელსისთან” მატჩი, სადაც პიკეს არყოფნა ბევრისთვის გასაკვირი იყო. გასულ სეზონში ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის შემდეგ პიკე ვერ იწვევს მოწონებას. ბოლო თვეებში ფეხბურთელი გაცილებით უკეთ ათამაშდა, თუმცა ჩვეულ დონეზე მაინც არაა. ესპანელი ხვდება, რომ აგებს ბრძოლას მასკერანოსთან და პუიოლთან, თუმცა ასეთ მეტოქესთან მისი ართამაში გარჩევის საგანი ხდება. ასევე აღსანიშნია, რომ პიკეს ამჟამად ტრავმა არ აწუხებს.
მარტის ბოლომდე ხერარდს დიდი ნდობა ქონდა, მან 23 მატჩიდან 20-ში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ გაიმართა მატჩი ”ბაიერთან”, რომელსაც პიკე თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა. 3 აპრილს პიკემ შემდეგი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოტოვა - ”მილანთან”, თუმცა მაშინ მას ბარძაყის ტრავმა აწუხებდა.
”მანჩესტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა ასევე არ ითამაშა ”სარაგოსასთან” და ”ლევანტესთან”. გასულ ოთხშაბათს ”ბარსამ” ლონდონის ”ჩელსისთან” ითამაშა, სადაც ხერარდ ძირითად შემადგენლობაში ელოდნენ, თუმცა ის მოედანზე 1 წუთითაც არ შესულა, ისევე როგორც გუშინდელ შეხვედრაში.
პრესაში გაჩნდა ჭორები მწვრთნელსა ფეხბურთელს შორის შესაძლო კონფლიქტზე. არსებობს თუ არა სინამდვილეში კონფლიქტი? ამას სამშაბათს ვნახავთ, როცა ”ბარსელონა” მორიგ უმნიშვნელოვანესს შეხვედრას გამართავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]