გვარდიოლა ძირითადში პიკეს დაყენებას აპირებს
პეპ გვარდიოლა მთელ ემოციებს ”ჩელსისთან” მატჩზე გადაიტანს და ის ძირითად შემადგენლობაში ხერარდ პიკეს დაყენებას გეგმავს. კატალონიელი ცენტრალური მცველი გუნდის ბოლო თამაშებში მონაწილეობას არ ღებულობდა, განსაკუთრებით ის გუნდს ”ჩელსისთან” და ”რეალთან” აკლდა.
პიკემ ასევე არ ითამაშა ”სარაგოსასთან” (1:4), ”ხეტაფესთან” (4:0), ”ლევანტესთან” (1:2), ”ჩელსისთან” (1:0) და ”რეალთან” (1:2). თავდაპირველად ის ტრავმის გამო არ თამაშობდა, რომელიც 3 აპრილს, ”მილანთან” მატჩში მიიღო, შემდეგ კი სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა პეპის გადაწყვეტილებით. მიუხედავად იმისა, რომ პიკე მზად იყო ”ჩელსისთან” და ”რეალთან” სათამაშოდ პეპმა მას სხვა ფეხბურთელები ამჯობინა.
პეპმა ამ გადაწყვეტილებით ყველა გააკვირვა, რადგან ხერარდ პიკე ისეთი აღნაგობის ფეხბურთელია, რომელიც ამ გუნდების წინააღმდეგ ”ბარსას” გამოადგებოდა. ასევე აღსანიშნია, რომ ტრავმამდე პიკემ თამაშის ხარისხს შესამჩნევად მოუმატა. ეს შეამჩნია მწვრთნელმაც, რომელმაც ”ატლეტიკთან” (2:0) შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელი შეაქო.
ბოლო მატჩებში პეპი პუიოლი-მასკერანოს დუეტს ენდო, რაც იმით აიხსნება, რომ ისინი სწრაფები არიან და მეტოქის კონტრ-შეტევების ჩაშლას უკეთ მოახერხებდნენ. ”ბარსამ” ვერაფერი გაახერხა ამ მეტოქეებთან მეორე სართულზე ბრძოლაში, ამიტომაც პეპი მიხვდა, რომ ასეთ შეხვედრებში მაღალი ფეხბურთელის დაყენება უკეთესი ვარიანტია. ამას გარდა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდებიან ალექსის სანჩესი და სესკ ფაბრეგასი.
ასევე გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, დაუბრუნდება თუ არა პეპი 4 მცველიან ტაქტიკას. ძირითად შემადგენლობაში ალვესის, პიკეს, პუიოლის და მასკერანოს გამოჩენა ძალზედ მოსალოდნელია. ასეთ შემთხვევაში კაპიტანი მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშებს. ასევე ცნობილია, რომ დიდიე დროგმა შეძლებს ”ნოუ კამპზე” თამაშს, ამიტომაც მას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]