”ჩელსისთან” ალექსის შეუძლია პირველივე წუთიდან მოედანზე ყოფნა

”ჩელსისთან” ალექსის შეუძლია პირველივე წუთიდან მოედანზე ყოფნა


კლასიკოში მოედანზე გატარებული 21 წუთის შემდეგ ალექსის სანჩესი ნორმალურად ვარჯიშობდა. ეს კი კარგი სიახლეა სამშაბათს გასამართი შეხვედრის წინ.

ჯონ ტერის მუხლმა ალექსის სანჩესის ჯანმრთელობაზე იმოქმედა, რომელიც სრულად მზად არ იყო შაბათს გასამართი მატჩისთვის. ახლა კი ჩილელი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და შეუძლია განმეორებთ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გამოსლა.

კვირის ვარჯიშზე ფეხბურთელმა სრული დატვირთით ივარჯიშა. სესიის დროს გაიმართა სავარჯიშო თამაში. მეორე გუნდის შემადგენლობაში იყო ალექსისი, რომელსაც დაზიანებულ ბარძაყში სახვევი ჰქონდა.

პეპ გვარდიოლამ, ”რეალთან” არ გარისკა ალექსისის ჯანმრთელობა და ის მოედანზე მხოლოდ 69-ე წუთზე შეუშვა, როცა გუნდი 0:1 აგებდა. მოედანზე შევლიდან 3 წუთში მან გოლის გატანა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოლი გუნდს დიდად ვერ დაეხმარა ის გამოადგება თავად ჩილელს, რომელიც ძალზედ საჭიროა ”ჩელსისთან” შეხვედრაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.