”ჩელსი” გასვლით მატჩებში არასტაბილურია
ეს ”ჩელსის” საუკეთესო სეზონი არაა. ჩემპიონთა ლიგაზე, ”სტემფორდ ბრიჯის” გარეთ ევროპულ სტადიონებზე თამაშისას გუნდი ძალიან არასტაბილურია.
ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში ”ჩელსის” სტატისტიკა ასეთია: ორი მარცხი (2:1 ”ბაიერთან” და 3:1 ”ნაპოლისთან”), ორი ფრე (1:1 ”ვალენსიასთან” და 1:1 ”გენკთან”) და მხოლოდ ერთი გამარჯვება (1:0 ”ბენფიკასთან”).
ამ ხუთი შედეგიდან მხოლოდ ერთი, იტალიაში დაფიქსირებული შედეგი დატოვებს ”ჩელსის” სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიღმა. ამ შეხვედრებში ლონდონელებმა გაუშვეს 7 და გაიტანეს 5 გოლი.
არაპროგნოზირებადი ჩემპიონატში
არარეგულარობა ჩემპიონთა ლიგაზე ასევე აისახებ პრემიერ-ლიგაშიც. გასვლით მატჩებში ”ლურჯების” შედეგი ასეთია: 6 გამარჯვება, 7 ფრე და 5 მარცხი. გუნდმა გაიტანა 23 და გაუშვა 18 ბურთი.
ამ 18 შეხვედრიდან ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალიდან ”ჩელსის” 2 შედეგი გააგდებდა. ესენია ”მანჩესტერ იუნაიტედთან” (3:1) და ”ევერტონთან” (2:0) მარცხები. 2 შედეგი კი დამატებით დროს გამოიწვევდა (1:0 ”ქპრ”-სთან და ”ვესტ ბრომვიჩთან”)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]