ბაკერო:" "ბარსელონას" ეფექტურობა სჭირდება"
წარსულში საკმაოდ ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი ხოსე მარი ბაკერო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩზე საუბრობს.
" მართალია ლონდონში "ჩელსიმ" მოიგო, მაგრამ "ბარსელონას" ჰქონდა 5 რეალური შანსი, აქედან 2 ძელს მოხვდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ განმეორებით მატჩში ტაქტიკა არ შეიცვლება. ამ გუნდს მხოლოდ და მხოლოდ ეფექტურობა და მომენტების რეალიზაცია სჭირდება."
"ვფიქრობ, რომ "ბარსელონას" დაცვაში არც ისე ბევრი პრობლემა ექნება. "ჩელსი" ითამაშებს ფეხბურთელების ინივიდუალურობის ხარჯზე, რომელბიც უკვე ვეტერანები არიან, "ბარსელონას" დაცვის ხაზს კი მათი განეიტრალება არ გაუჭირდება" – დაასრულა ბაკერომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]