ტიერი ანრი: ვეტერანი ჩემპიონი

ანრი არის ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე ''ბარსადან,'' ვინც ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე. მიუხედავად იმის, რომ მან ყველაფრის მოგება შეძლო, ის მაინც ისწრაფვის მეტისკენ, თუმცა ეს მუნდიალი მისთვის, ალბათ, უკანასკნელი იქნება.

ანრი იყო იმ გუნდის ნაწილი, რომელმაც 1998 წელს მოიგო მუნდიალი, პარიზში, ფინალში საფრანგეთმა ბრაზილიასთან 3-0 გაიმარჯვა. ამის შემდეგ ანრიმ ძირითად გუნდთან ერთად, 2000 წელს ევროპა მოიგო. ფინალში "მამლებმა" იტალიას 2-1 სძლიეს. შემდეგ მათ კონფედერაციის თასი მოიგეს, გადამწყვეტი ბურთი კამერუნის კარში ტიერი ანრიმ გაიტანა (1:0).
ანრიმ ასევე მოიგო ყველა საკლუბო ჯილდოც, ''მონაკოსთან'', ''იუვენტუსთან'' და ''არსენალთან'' ერთად. სწორედ 8 წელი იყო ის ჰაიბერის გმირი. შემდეგ ის შეუერთადა ''ბარსას,” სადაც ფრანგმა მოიგო 2 ესპანეთის ჩემპიონატი, თასი, ჩემპიონათა ლიგა, 2 სუპერ თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. და სევე ის არის იტალიის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ''იუვენტუსთან'' ერთად, სადაც მან მხოლოდ 6 თვე გაატარა.

ანრი იყო ევროპის წამყვანი ბომბარდირი 2003/04 და 2004/05 სეზონში, ასვე იმავე წლებში მოიგო პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც. მაგრამ მარტო გოლი არაა მისი სათამაშო უნარი, ის უქმნიდა თავის თანაგუნდელებს უამრავს მომენტს და მათ გოლის გატანის მრავალ შანსს აძლევდა.
ევროპის ჩემპიონი
კონფედერაციის თასის გამარჯვებული
4 თასი
1 ჩემპიონთა ლიგა
4 ქვეყნის სუპერთასი
1 ევროპის სუპერ თასი
1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]