ფაბრეგასი: "პეპი ჩემი გმირია"
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრანსესკ ფაბრეგასი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც ესწრებოდა დღევანდელ პრეს-კონფერენციას. შეგახსენებთ, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ დატოვა გუნდი და დაასრულა ოთხწლიანი განუმეორებელი ერა. იტყობინება ესპანური პრესა.
"მიუხედავად იმისა, რომ პეპთან მხოლოდ ერთი წელი ვიმუშავე, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს დიდი ხანია მასთან ერთად ვარ". გააცხადა ესპანელმა ჰავბეკმა. "პეპი ჩემი გმირი იყო ბავშვობაში".
"როგორც მწვრთნელი, ის მუდამ ჩამაგონებდა მე. უღრმესი მადლობა დროის იმ მცირე მონაკვეთისთვის, რომელიც მე და შენ ერთად დავყავით. მუდამ მემახსოვრები!"
"რაც შეეხება ტიტოს, მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ვილანოვას საშუალება მიეცა თავის გამოჩენისა. ჩვენ ერთად ვმუშაობდით ჯერ კიდევ მაშინ, როცა პატარა ვიყავი. ის არამარტო უდიდესი ადამიანია, არამედ ჩინებული მწვრთნელი".
შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი სწორედ გვარდიოლას უდიდესი ძალისხმევით მოხვდა "ბარსელონაში" და 4 ტიტული მიითვალა ( 1 არაოფიციალური-გამპერის თასი ).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]