პეპ გვარდიოლას გამოსამშვიდობებელი პრეს-კონფერენცია

პეპ გვარდიოლას გამოსამშვიდობებელი პრეს-კონფერენცია


მე გამოვიცალე და მჭირდება შევსება” - ამიტომ გადაწყვიტა პეპ გვარდიოლამ ”ბარსელონას” დატოვება. 4 წლიანი მუშაობის და გუნდთან ერთად 13 ტიტულის მოგების შემდეგ პეპ გვარდიოლამ ”ბარსელონას” დატოვება გადაწყვიტა: ”4 წელი ”ბარსელონას” მწვრთნელის რანგში ძალიან დიდია. ახალ მწვრთნელს გუნდისთვის ახალი იდეები ექნება, რასაც მე ვეღარ შევთავაზებდი. მწვრთნელი ძალიან ძლიერი უნდა იყოს. მან ეს ძალა ფეხბურთელებს უნდა მოახვიოს”.

გვარდიოლასთვის ადვილი არ იყო იმ ადგილის დატოვება, რომელასც სახლად მიიჩნევს: ”ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვიმუშაო. ჩემი დარჩენა კარგი არ იქნება კლუბისთვის და ფეხბურთელებისთვის. მე ძალიან მიყვარს ეს კლუბი და ჩემი დარჩენისთვის მას ვერ გავწირავ”.

მადლობა ფეხბურთელებს

მან მადლობა მოუხადა ფეხბურთელებს, რომლებმაც პროფესიონალიზმი აჩვენეს 4 წლის განმავლობაში: ”დიდი პატივი იყო ამ ფეხბურთელებთან მუშაობა. მადლობას ვუხდი მათ შესანიშნავი თამაშებისთვის და იმისთვის, რომ მიხალისებდნენ სამუშაოს”.

გვარდიოლამ განსაკუთრებით მოიხსენა ერიკ აბიდალი, რომელიც ღვიძლის გადანერგვის შემდეგ აღდგენით კურსს გადის. ასევე ახსენა სეიდუ კეიტა, რომელსაც გუნში მისი ”თერმომეტრი” უწოდა.

მან წარმატებები უსურვა პრეზიდენტ სადნრო როსელს და მის დირექტორთა საბჭოს, რომელიც ყველაფერს აკეთებს კლუბის კეთილდღეობისთვის. პეპს არ დავიწყებია ყოფილი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ხსენებაც.

საქმე შესრულებულია

გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ ”მე მივდივარ იმ გრძნობით, რომ საქმე კარგად შევასრულე. მე არ დამვიწყებია ის, თუ რა მასწავლეს წინამორბედებმა. მე მივდივარ მშვიდად საკუთარი გადაწყვეტილებით”. პეპმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება მწვრთნელობას, თუმცა ახლა მხოლოდ დასვენებაზე ფიქრობს: ”ადრე თუ გვიან მე დავუბრუნდები ჩემს საქმეს და გავაგრძელებ მწვრთნელობას”.

ბოდიში ეჭვებისთვის

გვარდიოლამ განაცხადა, რომ მან გასულ შემოდგომას აცნო ანდონი სუბისარეტას და პრეზიდენტს, რომ მისი ერა კლუბში სრულდებოდა. ”ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ გაუგებრობაში გამყოფეთ დიდი ხანი”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.