გვარდიოლა: ”შეიძლება კვლავ გავხდე ”ბარსას” მწვრთნელი”, შეიძლება არა”
ისრაელის ტელევიზიასთან საუბრისას პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ”ბარსელონაში” დაბრუნებას არ გამორიცხავს.
”მე უკვე აღარ მახარებდა პრიმერას და ჩემპიონთა ლიგის მატჩები, რომლებიც ამასთანავე ძალიან რთულები იყო” - განაცხადა კატალონიელთა ყოფილმა თავკაცმა, რომელმაც დაადასტურა, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ნიუ-იორკში იცხოვრებს.
გვარდიოლას ემოციები არ დაუმალავს სამეფო თასის მოგების გამო: ”დიახ, ამ ფინალმა დიდი სიხარული მომანიჭა. ფეხბურთელებს ჩემთვის საჩუქრის გაკეთება სურდათ. ”ბარსას” მწვრთნელს დიდი ენერგია უნდა ჰქონდეს, ამდენ წლიანი მუშაობის შემდეგ კარგი დასვენება მჭირდება”.
როცა პეპს მომავალზე შეეკითხნენ მან დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა განაცხადა, რომ ”ბარსა” მის გულში იქნება: ”მე ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ მიმიღია. შეიძლება მე კვლავ ვიმუშაო ”ბარსას” მთავარ მწვრთნელად, შეიძლება არა. ვიცი, რომ ეს კლუბი ყოველთვის ჩემს გულში იქნება და მე მასთან ახლოს ვიქნები”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]