ბიელსა: ”გვარდიოლას წასვლა მსოფლიო სპორტის დანაკარგია”
ბილბაოს ”ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ კომენტარი გააკეთა პეპ გვარდიოლას წასვლის შესახებ.
”ეს მისი გადაწყვეტილებაა, რომელსაც მე კომენტარს ვერ გავუკეთებ. უნდა ვაღიარო, რომ მისი წასვლა მსოფლიო სპორტის დანაკარგია. ის, რაც მან გუნდთან ერთად გააკეთა შეუძლებელია, ამას არასდროს დავივიწყებ. ეს დიდი დანაკარგია”.
ბიელსა გვარდიოლას შემცვლელთა შორის მთავარი კანდიდატი იყო: გუნდის გულშემატკივრებს პეპის წასვლის შემთხვევაში ბიელსას დანიშნვნა სურდათ. თავად ბიელსამ ამ ჭორების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
”ჩემი კანდიდატურა ”ბარსელონას” თანამდებობაზე გამოგონილი იყო. მე არასდროს მისაუბრია კატალონიურ კლუბში შესაძლო დანიშნვნაზე”. ბიელსა მიიჩნევს, რომ პეპის გადაწყვეტილება არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს სამეფო თასის ფინალზე, რომელიც 25 მაისს გაიმართება. ბასკებთან მატჩი ”ბარსას” მწვრთნელის თამადებობაზე უკანასკნელი იქნება პეპ გვარდიოლასთვის.
P.S. ესეც ჩემი 1800-ე სიახლე ბარსამანიაზე
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]