ოთხშაბათს ალექსისის თამაში საეჭვოა
ალექსის სანჩესმა გუშინდელ შეხვედრაში მარცხენა ფეხში დარტყმა მიიღო. ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნება და გადაწყდება, ითამაშებს თუ არა ”მალაგასთან”. ვარჯიშზე არ იმყოფებოდა ვალდესიც, რომელსაც სიცხე აქვს.
გუნდმა ”რაიოსთან” შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ დღეს დილით ვარჯიში განაახლა. სესიაზე ორი წამყვანი მოთამაშე არ იმყოფებოდა: ალექსისი, რომელსაც მარცხენა ფეხში ტკივილი აწუხებს და ვალდესი, რომელსაც სიცხე აქვს. ჩილელი თამაში პრიმერას მომდევნო ტურში საეჭვოა, თუმცა მისი თამაში გამორიცხული არ არის.
აღდგენითი ვარჯიში კვირის გმირებისთვის
ის ფეხბურთელები, რომლებიც გუშინდელ შეხვედრაში ძირითადში იყვნენ მსუბუქად ირჯებოდნენ. დანარჩენები კი ”ბარსა ბ”-ს 10 ფეხბურთელთან (ბარტრა, მონტოია, ტელიო, როდრი, კარმონა, როსელი, ესპინოსა, ლობატო, სერხი გომესი და მასიპი) ერთად სრული დატვირთვის ემზადებოდნენ ოთხშაბათის შეხვედრისთვის.
[media=http://www.youtube.com/watch?v=K1AJki6R7kQ]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]