კეიტამ ”მილანში” შეიძლება ვან ბომელი შეცვალოს

კეიტამ ”მილანში” შეიძლება ვან ბომელი შეცვალოს


სეზონის დასრულების შემდეგ მარკ ვან ბომელი ”მილანს” დატოვებს. ჰოლანდიელი დაემშვიდობება ”როსონერის”, რათა კარიერი სამშობლოში დაასრულოს.

პრესის ინფორმაციით 35 წლის ნახევარმცველი ”პსვ”-ში გადავა. ჰონალდიის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი კლუბთან 1 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. უკვე რამდენიმე თვეა ჭორები ვრცელდება, რომ ”მილანს” სეიდუ კეიტას გადაბირება სურს. ზუსტად მალელმა შეიძლება შეცვალოს ვან ბომელი, რომელიც წლების წინ ასევე კატალონიურ კლუბში თამაშობდა, რომელთანაც ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

”მილანის” გენერალური დირექტორი, ადრიანო გალიანი ვან ბომელის შემცვლელად სეიდუ კეიტას მიიჩნევს. კეიტას ”ბარსასთან” კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები კი ფეხბურთელს მოლაპარაკებაში ხელს არ შეუშლიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.