”მილანს” მასკერანო მოუნდა
იტალიური ”მილანის” ხელმძღვანელები და სამწვრთნელო შტაბი დაინტერესებულია ”ბარსელონას” ნახევარმცველის, ხავიერ მასკერანოს შეძენით, გვამცნობს ესპანური პრესა.
”როსონერის” სამწვრთნელო შტაბს გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. ისინი ჯენარო გატუზოს შემცვლელ ეძებენ. ”მილანის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ამ დავალებას წარმატებით შეასრულებს.
მასკერანოს შეძენისთვის ”მილანმა” თანხა შეიძლება ალეშანდრო პატოს ”პსჟ”-ში გაყიდვის შედეგად გამოიმუშავოს. აღსანიშნია ისიც, რომ თავდაპირველად იტალიელები მასკერანოს თანაგუნდელის, სეიდუ კეიტას შეძენით ინტერესდებოდნენ, რომლის გადაბირება ასევე სურს ”ბაიერნს” და ”ლივერპულს”.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]