კუმანი: ”გვარდიოლას გადაწყვეტილებით გაკვირვებული არ ვარ”

კუმანი: ”გვარდიოლას გადაწყვეტილებით გაკვირვებული არ ვარ”


”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლას კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის არ გაგრძელების გამო გაკვირვებული არაა.

49 წლის ჰოლანდიელი წარსულში პეპ გვარდიოლასთან ერთად ასპარეზობდა. ”ფეინოორდის” მწვრთნელმა განაცხადა, რომ ”პეპის წასვლა ”ბარსელონასთვის” დიდი იმედგაცურებაა, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული”.

1992 წლის ”უემბლის” გმირმა განაცხადა: ”მე არ გამკვირვებია, როცა ეს გადაწყვეტილება გავიგე. მეც იმავეს გავაკეთებდი, თუკი ამდენ ტიტულს მოვიგებდი”. კუმანმა იცის, რომ ”გვარდიოლა არასდროს მოიქცევა ისე, როგორც ფერგიუსონი, რომელიც 1986 წლიდან ”მანჩესტერში” მუშაობს”.

”ბარსას” ყოფილი ფეხბურთელის თქმით ”მწვრთნელისთვის რთულია წასვლისთვის ზუსტი პერიოდის პოვნა, თუმცა პეპმა ასეთი მომენტი იპოვა”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.