იქნება დროგბა "ახალი ლარსონი"?

იქნება დროგბა "ახალი ლარსონი"?

კატალონიური ელ მუნდო დეპორტივოს ცნობით "ბარსელონას" შეტევის გაძლიერების უმთავრესი კანდიდატი ლიორენტესა და ვან პერსისთან ერთად დიდიე დროგბაც არის. "ჩელსის" ფორვარდს ტიტო ვილანოვას გუნდში შეუძლია ის ფუნქცია იკისროს, რაც ეკისრა ფრანკ რაიკაარდის გუნდში ჰენრიკ ლარსონს.

ამ სეზონის ბოლოს 34 წლის დროგბა თავისუფალი აგენტი ხდება, მას კონტრაქტი არისტოკრატებთან არ გაუხანგრძლივებია. დროგბამ თავად გამოთქვა კატალონიაში თამაშის სურვილი და ვინაიდან იდეა მისია საამისოდ დიდ გასამრჯელოს არ ითხოვს. მისი მთავარი მოთხოვნა არის 2 წლიანი კონტრაქტი "ბარსელონასთან", ფეხბურთელს სურს, რომ მისი კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდეს.

დიდიეს მიუხედავად თავისი ასაკისა ფორვარდობა და გოლის გატანის ალღო არ დაეწუნება, რაც საკუთარ თავზე გამოსცადეს კარლეს პუიოლმა და ხავიერ მასკერანომ. ამ ფეხბურთელს შეუძლია ტიტოს ფორმაციის "ბარსაში" შემოიტანოს მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა. მას ააქვს სიმაღლე, ძალა, კარგად თამაშობს თავით მეტოქის საჯარიმოში და რაც მთავარია გამორჩეული არის შედეგიანობით. გარდა ამისა "ბარსელონამ" შესაძლოა იგი თითქმის უფასოდ მიიღოს.

მუნდო დეპორტივოს ცნობით, როდესაც ლონდონური კლუბი ბარსელონაში იმყოფებოდა დროგბამ ნაცნობებთან თქვა, რომ მას გააჩნია მესისთან, ჩავისთან და ინიესტასთან თამაშის სურვილი. მაგრამ დროგბას კლუბში სათადარიგოთა ფორვარდის ადგილი შეხვდება, როგორც თავის დროზე ჰენრიკ ლარსონს შეხვდა. აღნიშვნის ღირსია რომ კოტ-დ'იუარელს საკმაოდ მიმზიდველი წინადადება აქვს ჩინეთიდან.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.