ალვესი:" არსად წასვლას არ ვაპირებ"

ალვესი:" არსად წასვლას არ ვაპირებ"

კატალონიის "ბარსელონას" მცველმა, დანი ალვესმა განაცხადა, რომ იგი არსად წასვლას არ აპირებს და სურს ესპანეთში კიდევ დიდხანს დარჩეს. 

 

რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი მცველის, დანი ალვესის გადაბირება ფრანულ "პსჟ-სა" და მანჩესტერ იუნატედს" სურს. ამ ჭორების შესახებ ისაუბრა თავად სამხრეთ ამერიკელმა და ყველაფერი უარყო.

 

"რომ არ მინდოდეს დარჩენა,  კონტრაქტს არ გავახანგრძლივებდი. მე ამ კლუბში ბედნიერი ვარ და მინდა აქ კონტრაქტის დასრულებამდე დავრჩე. ამასთან ყველაფერს კლუბი წყვეტს" - დაასრულა დანი ალვესმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.