აგენტი: "ამჟამად კეიტა თავის მომავალს "ბარსაში" ხედავს"

აგენტი: "ამჟამად კეიტა თავის მომავალს "ბარსაში" ხედავს"

 

მალის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველის, სეიდუ კეიტას აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტი ჯერ-ჯერობით არ აპირებს კატალონიის დატოვებას. იტყობინება ესპანური პრესა.

 

ამის შესახებ ისაუბრა აგენტმა პასკალ ბუასომ: "ამჟამად სეიდუ კეიტა თავის მომავალს "ბარსელონაში" ხედავს. ამ თემას კლუბის ხელმძღავნელობასთან სამეფო თასის ფინალის შემდეგ გავარჩევთ. ამი მერე ყველაფერს გავაანალიზებთ. ჯერ-ჯერობით კონტაქტი არც "მილანთან" და არც "რომასთან" არ გვქონია. იგივე ეხება "მანჩესტერ იუნაიტედსაც". დაასრულა ფეხბურთელის აგენტმა. 

 

შეგახსენებთ, რომ მალელი ნახევარმცველი "ბარსელონაში" 2008 წელს გადმოვიდა და 185 ჩატარებულ მატჩში 21 გოლი მიითვალა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.