კამპ ნოუ გვარდიოლას დაემშვიდობა

კამპ ნოუ გვარდიოლას დაემშვიდობა

ალბათ ყველამ ნახეთ გუშინდელი ბარსელონური დერბის შემდეგ რაც მოხდა. დამეთანხმეთ და ეს საკმაოდ ლამაზი და ამაღელვებელი მომენტი იყო, რომლის მსგავსი საფეხბურთო სამყაროს ალბათ არც ახსოვს. ასე მხოლოდ ლეგენდებს აცილებენ გუნდიდან და ისიც მაშინ თუ კი ის ფეხბურთელია. მაგრამ მწვრთვნელი?!... ნოუ კამპის დიქტორმა მანუელ პიჩმა სიამაყით გამოაცხადა.

 

"-ჩვენ სიამაყით სავსენი ვართ იმის გამო, რასაც შენ მიგვაღწევინე. "ბარსელონა" იყო და იქნება შენი სახლი."

 

პეპი კი მოედნის ცენტრში დადგა და გაჭირვებით წარმოსთქვა გამოსამშვიდობებელი ფრაზები. დიდ ეკრანზე კი ნაჩვენები იყო "ბარსელონასთან"ერთად გვარდიოლას წარმატების ამსახველი კადრები. "რომი, ინიესტას გოლი, ლონდონი, კლუბური მსოფლიო ჩემპიონატი. პეპმა მამამისი მოძებნა ტრიბუნებზე და ხელი დაუქნია."

 

"-საღამომშვიდობის. ცხოვრებამ მე საჩუქარი მიბოძა. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში სპექტაკლი მეხილა, რომლებსაც ეს ბიჭები ქმნიდნენ. ვერც კი წარმოიდგენთ თუ რა სიყვარული მიმყვება აქედან სახლში, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი ბედნიერება მაჩუქა ამ ხუთმა წელმა. მეც ისევე პრივილიგირებული ვარ, როგორც თქვენ, მაგრამ მე უფრო ახლოს ვიყავი ამ ბიჭებთან. ვიმედოვნებ ნასიამოვნები დარჩით, როდესაც ამ გუნდის თამაშს თვალს ადევნებდით. მადლობას გიხდით სუყველას. ვინც ყველაზე მეტს კარგავს - მე ვარ. ჩემი ღვედი ძალიან მოჭერილი მქონდა და მე ის ცოტათი შევიხსენი. მაგრამ თქვენ ნუ შეიხსნით იმიტომ, რომ კარგ ხელში რჩებით. რჩებით მასთან [ვილანოვა]."

 

 

P.S.ბოდიშს ვიხდი წინა არაზუსტი თარგმის გამო...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.