სუბი: ”გვარდიოლას დარჩენისთვის ყველაფერი გავაკეთეთ”

სუბი: ”გვარდიოლას დარჩენისთვის ყველაფერი გავაკეთეთ”


”ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პეპ გვარდიოლა გუნდში დარჩენილიყო.

მიუხედავად ყველაფრისა 25 მაისს, სამეფო თასის ფინალის შემდეგ პეპ გვარდიოლა ”ბარსელონას” დატოვებს, მის ადგილს კი ტიტო ვილანოვა დაიკავებს.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გვარდიოლას მუშაობა გაეგრძელებინა, თუმცა ამ გზის გაყოლას და დაწყებული სამუშაოს გაგრძელებას ვგეგმავთ. რაც შეეხება ”ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას განცხადებას, მისთვის პასუხის გაცემა ჩემს კომპეტენციაში არ შედის” - განაცხადა სუბისარეტამ.

შეგახსენებთ, რომ ლაპორტამ დაადანაშაულა სანდრო როსელი და მისი თანამშრომლები იმაში, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა გვარდიოლას მუშაობა არ გაეგრძელებინა ”ბარსელონაში”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.