სუბი: ”შეთავაზებები პიკეს და ალვესის ტრანსფერზე არ გვქონია”

სუბი: ”შეთავაზებები პიკეს და ალვესის ტრანსფერზე არ გვქონია”


”ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ კლუბს წამყავნი მოთამაშეების გაყიდვისთვის შეთავაზებები არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს პრესაში ხშირად ვრცელდება იმის შესახებ, რომ ხერარდ პიკეს და დანი ალვესის შეძენით სხვადასხვა ევროპული კლუბები არიან დაინტერესებულნი.

ჩვენ ამჟამად გუნდში არ გვყავს ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერზე დაყენებასაც ვგეგმავთ. ჩვენ არ მიგვიღია წინადადებები ხერარდ პიკეს და დანი ალვესის ტრანსფერებზე. მას შემდეგ, რაც კლუბში სპორტული დირექტორის თანამდებობა დავიკავე მაქსიმუმ 4 შეთავაზება მივიღეთ” - დაასრულა ანდონი სუბისარეტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.