ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ" ვერ მოახერხა მიმდინარე სეზონში ტიტულის დაცვა, ლიონელ მესისთვის სარეკორდო გამოდგა ჩემპიონთა ლიგა, გახდა რა ზედიზედ მეოთხედ ბომბარდირი, გაიტანა 14 გოლი.
"ბაიერნის" თავდამსხმელს, მარიო გომესს, რომელმაც სრული 120 წუთი ითამაშა ფინალში, შეეძლო ჰეთ-თრიქის შემთხვევაში წაერთმია ბომბარდირობა მესისთვის, მაგრამ გერმანელმა საერთოდ ვერ მოახერხა მეტოქის დამწუხრება. იგი მეორე ადგილს დასჯერდა ბომბარდირთა დავაში, ხოლო მესამეზე "რეალის" ვარსკვლავი, კრისტიანო რონალდოა. რაც შეეხება გუშინდელი მატჩის გმირს, დიდიე დროგბას, მან 6 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში.
ლიონელ მესი წინა სეზონში გაუთანაბრდა ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: გერდ მიულერი (1972/73, 1973/74, 1974/75) და ჟან-პიერ პაპინი (1989/90, 1990/91, 1991/92), რომელთაც შეძლეს ზედიზედ სამჯერ გამხდარიყვნენ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გამტანები. არგენტინელმა ლიონელ მესიმ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ზედიზედ მეოთხედ გახდა, რაც სარეკორდოა, მაგრამ აღნიშვნის ღირსია გერდ მიულერი, რომელიც ასევე 4-ჯერ გახდა საუკეთესო გამტანი, მაგრამ მას ზედიზედ 4-ჯერ არ აუღია ეს პრიზი. მან ბოლოს 1976/77 წლების სეზონში მოახერხა საუკეთესოობა.
ლიონელ მესიმ გაიტანა 14 გოლი, რითიც გაიმეორა "მილანის" ფეხბურთელის, ჟოზე ალტაფინის რეკორდი. თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ჩემპიონატს "ჩემპიონთა ლიგა" ჰქვია, აბსოლუტური რეკორდია მესის რეზულტატი.
2011/2012 წლების ბომბარდირების სია
1. ლიონელ მესი ("ბარსელონა") - 14 გოლი
2. მარიო გომესი ("ბაიერნი") - 12 გოლი
3. კრისტიანო რონალდო ("რეალი") - 10 გოლი
4. კარიმ ბენზემა ("რეალი") - 7 გოლი
5. დიდიე დროგბა ("ჩელსი") - 6 გოლი
6. ხოსე კალეხონი ("რეალი"), რობერტო სოლდადო ("ვალენსია"), ბაფეტიმბი გომისი ("ლიონი"), ალექსანდრ ფრეი ("ბაზელი"), სეიდუ დუმბია ("ცსკა"), რომან შიროკოვი ("ზენიტი"), ედინსონ კავანი ("ნაპოლი"), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მილანი") - 5 გოლი
ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირების სია
1993/94 – რონალდ კუმანი ("ბარსელონა"), ვინტონ რუფერი ("ვერდერი") (8)
1994/95 – ჯორჯ ვაი ("პსჟ") (7)
1995/96 – ხარი ლიტმანენი ("აიაქსი") (9)
1996/97 – მილინკო პანტიჩი ("ატლეტიკო") (5)
1997/98 – ალესანდრო დელ პიერი ("იუვენტუსი") (10)
1998/99 – ანდრეი შევჩენკო ("დინამო კიევი"), ვაიტ იორკი ("მანჩესტერი") (8)
1999/00 – მარიო იარდელი ("პორტო"), რივალდო ("ბარსელონა"), რაული ("რეალი") (10)
2000/01 – რაული ("რეალი") (7)
2001/02 – რუუდ ვან ნისტელროი ("მანჩესტერი") (10)
2002/03 – რუუდ ვან ნისტელროი ("მანჩესტერი") (12)
2003/04 – ფერნანდო მორიენტესი ("მონაკო") (9)
2004/05 – რუუდ ვან ნისტელროი ("მანჩესტერი") (8)
2005/06 – ანდრეი შევჩენკო ("მილანი") (9)
2006/07 – კაკა ("მილანი") (10)
2007/08 – კრისტიანო რონალდო ("მანჩესტერი") (8)
2008/09 – ლიონელ მესი ("ბარსელონა") (9)
2009/10 – ლიონელ მესი ("ბარსელონა") (8)
2010/11 – ლიონელ მესი ("ბარსელონა") (12)
2011/12 – ლიონელ მესი ("ბარსელონა") (14)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]