კრუიფი: ”უცნობია, თუ როგორი პრობლემებია გუნდში”
იოჰან კრუიფმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ”ბარსელონაში” მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა. ჰოლანდიელი ასევე ევროპის ჩემპიონასტსაც შეეხო.
კრუიფს როგოც ჩანს ესმის გვარდიოლას გადაწყვეტილება, მაგრამ აღიარებს, რომ სიტუაცია, რომელიც გვარდიოლას წასვლასთან დაკავშირებით შეიქმნა უცნაურია: ”მე მესმის პეპის. თანამედროვე ფეხბურთი ყოველ 3 დღეში თამაშია. ეს ძალიან სერიოზული ტემპია. თუკი ვინმე ძალებს ვერ გრძნობს, მაშინ უნდა წავიდეს”.
კრუიფმა აღნიშნა, რომ გუნდთან კიდევ ბევრი სამუშაოა საჭირო: ”გვარდიოლას გასახდელში ფეხბურთელები უნდა ეკონტროლებინა. ნორმალურია, რომ ეთხელაც ენერგია დაგიმთავრდება. უკეთესია ადრე წახვიდე, ვიდრე გვიან. იყო ”ბარსელონას” მწვრთნელი ძალიან რთულია. გასახდელში ბევრი ინდივიდუალისტია, მატჩები რთულია, ეს ძნელია”.
კრუიფმა ასევე ახალი მწვრთნელის დანიშვნაზეც გააკეთა კომენტარი: ”თუკი ეს გვარდიოლამ არ იცოდა და ეს მასთან არ განხილულა, მაშინ კლუბში რაღაც სწორად არ მიდის. მისი წასვლა სწრაფი გადაწყვეტილების შემდეგ არ მომხდარა, მას დიდი დრო დასჭირდა საფიქრელად”.
კრუიფმა არ მოისურვა ტიტოს შესაძლებლობების შეფასება: ”რაც უნდა გააკეთოს ესაა არ შეცვალოს სათამაშო სტილი და გუნდს ”ცეცხლი” დაუმატოს. ჯერ არ შეიძლება იმის განხილვა, თუ რას იზამს ტიტო, როგორ პრობლემებს წააწყდება გასახდელში. იმედი მაქვს, რომ მას ყველაფერი გამოუვა”.
ბოლოს ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ევროპის ჩემპიონატზე და დავიდ ვილიას სიტუაციაზე ისაუბრა: ”მე მჯერა, რომ ვილია ევროპის ჩემპიონატისთვის მზად იქნება. ის არ დაღლილა და კარგ ფორმაშია. ევროპაზე ესპანეთი დაუმარცხებელი გუნდი არ იქნება, რადგან მათ წინა ჯერზე მოიგეს. მათ წინააღმდეგ ყველა 200 პროცენტით ითამაშებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰოლანდიას და რუსეთს”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]