პინტო, პიკე და პუიოლი თასზე ყველაზე მეტს თამაშობენ
”ბარსელონას” მეორე მეკარე, ხოსე მანუელ პინტო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის თასის შეხვედრებში 720 წუთი დაჰყო მოედანზე. პიკემ და პუიოლმა თითო-თითო შეხვედრა გამოტოვეს.
ვიქტორ ვალდესი და იბრაჰიმ აფელაი კი ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ესპანეთის თასის შეხვედრებში 1 წუთიც კი არ გაუტარებიათ მოედანზე. ”ბარსამ” 4 ორმატჩიანი დუელი გამართა: ”ოსპიტალეტი”, ”ოსასუნა”, ”რეალი” და ”ვალენსია”.
მესი მე-10 ადგილზე
წუთების რაოდენობით, რომელიც ლეომ ესპანეთის თასის შეხვედრებში დაჰყო თანაგუნელებს შორის მე-10 პოზიციაზეა - (422 წუთი, 6 მატჩი). პინტოს, პიკეს და პუიოლის გარდა ლეოზე მეტი დრო მოედანზე გაატარეს ფაბრეგასმა (588), ჩავიმ (485), ტიაგომ (465), ბუსკეტსმა (464), აბიდალმა (436) და კუენკამ (428).
შანსი კანტერასთვის
1/16 და 1/8 ფინალებში გვარდიოლას როტაციის და კანტერანოებისთვის თავის გამოჩენის მიცემის საშუალება ჰქონდა. ამგვარად ესპანეთის თასის შეხვედრებში მონაწილოება მიიღეს სერხი რობერტომ (150), ტელიომ (145), დოს სანტოსმა (135), მონტოიამ (90) და რაფინიამ (15).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]